16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 17:36:10, 2270 ნახვა

სამართალი
კახა კახიშვილი: მსჯავრდებულები ოჯახთან კავშირს შეინარჩუნებენ

განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების მაღალი რისკის  მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება მიენიჭება. აღნიშნული გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც პირველი მოსმენით პარლამენტის სესიაზე დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა წარადგინა. 

კახა კახიშვილის განცხადებით, აღნიშნული სიახლის მიზანია მსჯავრდებულის ოჯახთან ურთიერთობის შენარჩუნება. 

„განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დღეს ხანგრძლივი პაემნის სერვისი არ არის. ვფიქრობთ, ეს არასწორია. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში იმყოფებიან პატიმრები, რომლებსაც მაღალი რისკი დაუდგინდათ, საჭიროა მათ ჰქონდეთ ოჯახთან კომუნიკაციის და სხვადასხვა აქტივობებში ჩართვის საშუალება. ამიტომ,  გთავაზობთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომ განსაკუთრებული რისკის პატიმრებს მიენიჭოთ წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემნის უფლება“, - განაცხადა მინისტრმა. 

კახა კახიშვილის თქმით, მსგავსი კატეგორიის პატიმრებისთვის გათვალისწინებული იქნება წელიწადში ერთი ხანგრძლივი პაემანი და დამატებით კიდევ ერთი წახალისების მიზნით. 

პენიტენციური სისტემის რეფორმის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი კიდევ არაერთ სიახლეს ითვალისწინებს მსჯავრდებულთა პირობების გაუმჯობესების, მათი უფლებების რეალიზაციისა და სარეჟიმო პირობების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. მათ შორის, აღსანიშნავია ისიც, რომ საკანონმდებლო სიახლეებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებული ხდება ბრალდებული/მსჯავრდებული სეზონის შესაფერისი არა მხოლოდ ტანსაცმლით, არამედ ფეხსაცმლით და პირველადი მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარითაც უზრუნველყოს. 

(NS)
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics