13:25 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 17:12:08, 1753 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

დღის წესრიგით სხდომაზე  განსახილველი საკითხებია:

1.      შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო

მომხსენებელი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დათუნა რაქვიაშვილი

თანამომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

2.      საქართველო-ნატო:

2.1 საქართველოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგში და თანამშრომლობის ფორმატები

2.2. საქართველო-ნატოს პარტნიორობის დღის წესრიგი

მომხსენებელი: დავით დონდუა

თანამომხსენებლები: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, დათუნა რაქვიაშვილი

3.   რეფორმები თავდაცვის სამინისტროში

მომხსენებელი: ლევან იზორია

თანამომხსენებელი: ვლადიმერ ჩაჩიბაია

4.   საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა ჰიბრიდული საფრთხეების ფონზე და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა: „საქართველოს ეროვნული უშიშროება - ერთიანი ეროვნული მიდგომა“

მომხსენებელი: დავით რაქვიაშვილი

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად პრეზიდენტმა საბჭოს მუდმივი წევრები და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა მიიწვია, თუმცა თუმცა სხდომას საბჭოს 6 წევრი ესწრება.

როგორც „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სხდომის დაწყებამდე საბჭოს წევრებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

არსებული ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს სხდომა 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics