16:52 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 16:01:03, 2193 ნახვა

სამართალი
მსჯავრდებულები უმაღლეს განათლებას მიიღებენ

დაბალის რიკის პენიტენციურ დაწესეულებაში და გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღვეთის დაწესებულებაში განთავსებულ საშიშროების დაბალი რისკის მსჯავრდებულებს, სასჯელის მოხდის პერიოდში, საშუალება მიეცემათ, უმაღლესი განათლება მიიღონ. 

საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც აღნიშნულ სიახლეს ითვალისწინებს, პარლამენტის პლენარულ სესიაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ისაუბრა. 

მინისტრმა განმარტა, რომ პენიტენციურ სისტემაში დღეს არიან პატიმრები, რომლებსაც უკვე წარმატებით აქვთ ჩაბარებული ეროვნული გამოცდები. 

„ერთ-ერთმა გრანტიც კი აიღო, მაგრამ იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულთათავის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობას, მათ სტატუსი შეჩერებული აქვთ. აკადემიური სტატუსის შეჩერება კი, არ შეიძლება აღემატებოდეს 5 წელს. შესაბამისად,  ზოგ შემთხვევაში, წარმატებულად ჩაბარებული გამოცდების შედეგები  5 წლის გასვლის შემდეგ უქმდება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

მისი განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოამზადა საკანონმდებლო ცვლილება. შესაბამისად, თუ პარლამენტი მას მხარს დაუჭრს მსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ექნებათ, ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ელექტონული ფორმით. 

კახა კახიშვილის განცხადებით, სამინისტრომ საკომიტეტო მოსმენების დროს გამოთქმული მოსაზრებები გაითვალისწინა და მსჯავრდებულების მონაწილეობა გამოცდებში საერთო წესით განხორციელდება. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics