11:51 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-23 14:21:57, 878 ნახვა

სამხედრო
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედროს ნეშტი დაკრძალეს

დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული II ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტის, ანზორ ვახტანგის ძე გელდიაშვილის ნეშტი ახალციხიდან თბილისში, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს. 

ძმათა სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ აგვისტოს ომის მსხვერპლთა სახელზე აგებულ ეკლესიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, დავით ლონდარიძემ უმცროსი სერჟანტის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. 

მუხათგვერდში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები -  ნიკოლოზ ჯანჯღავა, შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, ასევე სხვა სამხედრო პირები იმყოფებოდნენ. დაკრძალვის ცერემონიალს დაღუპული სამხედრო მოსამსახურის თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ.


საეკლესიო რიტუალის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურის ნეშტი ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულმა სამხედროს საგანგებო ზალპით მიაგო პატივი, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და სამგლოვიარო მარში შეასრულა. 
უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან მსახურობდა. სამხედრო მოსამსახურე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში II ქვეითი ბრიგადის ჯავშანსატანკო ბატალიონთან ერთად ჩაერთო. მისი ქვედანაყოფი სოფელ ტბეთის მიმდებარედ საქართველოში შემოჭრილ მოწინააღმდეგეს აქტიურად ებრძოდა. 
ანზორ გელდიაშვილი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლებით - „მხედრული მამაცობისთვის“ და „სამშობლოსათვის თავდადებული“.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics