|
2017-03-22 15:41:44, 1863 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელიასა და შოთა ხაბარელს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სიტყვით უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოდიოდა, ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შოთა ხაბარელი დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის კამათი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას მოჰყვა. ლევან გოგიჩაიშვილმა მელიას მიმართა „დამშვიდდით ნუ ყვირიხართ, თქვენი აქ არავის არ ეშინია და თუ ზომებს გადახვალთ შეიძლება სხვანაირადაც დადგეს საკითხია“. „დღევანდელმა გამოსვლებმა ნათლად აჩვენა, რომ ამ ადამიანებში არაფერი არ იცვლება. სხვადასხვა პარალელურ სამყაროში ვცხოვრობთ. ერთი არის „რუსთავი 2“-ის იმიტირებული სამყარო, სადაც ჩარჩენილია „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი დანაყოფებით და ეს არის რეალური სამყარო, რომელსაც ჰქვია საქართველო, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ. ყველა გამოსვლაში ეს ადამიანები აფიქსირებენ უპრეცენდენტო სიძულვილს საქართველოსი, საქართველოს დემოკრატიის და იმ ინსტიტუტების მიმართ, რომლებმა ბოლო პერიოდში ჩვენი ხელისუფლების პერიოდში მიიღო ნორმალური, ადამიანური სახე. დღეს ადამიანები გამოდიან და გვესაუბრებიან ჩადებებზე, ძალადობაზე. არაფერი, რომ არ ვთქვა იმას რასაც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ. ახსენებენ გვარებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო ორი გვარი, რომელიც თქვენ აღნიშნეთ იყვნენ თქვენი ზონდერები. ამ ადამიანებს თქვენ იყენებდით მომიტინგეების წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად გამოთქვამდნენ პროტესტს. რითი ვამტკიცებთ ? ფაქტებით ვამტკიცებთ. ადამიანების მეხსიერებით ვამტკიცებთ და იმ მოცემულობებით ვამტკიცებთ, რაც არის ისტორიული მეხსიერება ჩვენი“,-აღნიშნა გოგიჩაიშვილმა. პარლამენტის ვიცე სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)