|
2017-03-22 14:25:32, 1716 ნახვა
პოლიტიკა
„აკავებთ ნარკომომხმარებლებს, რომლებსაც ნარკოტიკულ საშუალებებს უდებთ, მაგრამ საინტერესოა, რამდენი ნარკორეალიზატორი დააკავეთ“
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, უმრავლესობა, თავს არიდებს ისეთ თემებზე საუბარს, რომელიც ბოლო დღეებში აქტუალურია და სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადებას ეხება. როგორც მელიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერტი ყოფილი დეპუტატი ახლა მმართველი გუნდის რიგებშია და ე.წ ჩადებებთან დაკავშირებით არაფერს ამბობს. "გულდასაწყვეტია, როცა უმრავლესობის წევრები არ ისაუბრონ იმ საკითხებზე, რომელიც აქტუალურია და რისიც დღევანდელ რეალობაში ახალგაზრდებს ეშინიათ. არ შემიძლია იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე არ ვისაუბრო, რომელსაც შსს უკანასკნელ პერიოდში ეწევა. რაც არ აუნდა ვამტკიცოთ, რომ შსს კანონმორჩილია და ის არ უდებს არც ნარკოტიკს და არც იარაღს, ამის კონკრეტული ფაქტები არსებობს. თქვენ, უმრავლესობის დეპუტატები საუბრობთ დეპუტატების დუმილზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს. როცა ისინი მაშინაც არაფერს ამბობდნენ, როცა ხელისუფლება შეცდომებს უშვებდა. მაგრამ კარგად გადახედეთ თქვენს კოლეგებს, ახლა მათი ნაწილი თქვენს რიგებშია. რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში ჩადებას, სერიოზულ გადაცდომებს ეხება. იგივე დემურ სტურუა, რომელიც თქვენი ხელისუფლების პირობებში მოკლეს. დიახ მოკლეს! ის იძულებული გახდა თავი მოეკლა, მანამ კი წერილი დატოვა, სადაც აღწერდა როგორ აიძულებდნენ ეღიარებინა არ ჩადენილი დანაშაული; ლევან აბზიანიძე - ტაქსის მძღოლად მუშაობდა, დააკავეს, ნარკოლოგიურში გადაიყვანეს, შარდმდენი აბები დაალევინეს და რამდენიმე საათში გარდაიცვალა, რადგან გულით დაავადებული იყო და ვერ გაუძლო. აქ საუბარი მხოლოდ პრეზიდენტის ოჯახზე არაა, თქვენც არ იქნებით ყოველთვის დეპუტატები და თქვენი ოჯახის წევრებსაც მიადგებიან. ამიტომ, ჯობს თქვენი რეალური საქმით დაკავდეთ და მთავრობა აკონტროლოთ. თქვენ აკავებთ ნარკომომხმარებლებს რომელსაც ნარკოტიკულ საშუალებებს უდებთ, მაგრამ საინტერესოა რამდენი ნარკორეალიზატორი დააკავეთ? არცერთი! თქვენ აქ, დარბაზში ხართ უმრავლესობაში, ასე გააგრძელეთ და არჩევნებზე ვნახავთ ვინ იქნება უმრავლესობით", - აღნიშნა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)