07:00 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 22:30:44, 1652 ნახვა

საზოგადოება
ანა მარგველაშვილი: ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და გვითვალთვალებენ

ბევრჯერ შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევდნენ და გვითვალთვალებდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მარგველაშვილის თქმით, ის ნანობს, რომ ამ საკითხზე ხმა უფრო ადრე არ ამოუღია. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მისი მეგობრები და ახლობლები მუდმივად შიშობდნენ, რომ სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლის ობიექტები გახდებოდნენ.

„მას აფრთხილებდნენ, რომ უპირებდნენ დაჭერას, ჩადებას. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სადღაც წავსულვართ და შეგვიმჩნევია, რომ მოგვდევენ და  გვითვალთვალებენ. [მინდია გოგოჭურს, მიხეილ თათარიშვილს და თორნიკე კაჭარავას], ემუქრებოდნენ, დატოვეთ ქვეყანა, თორემ დაგიჭერთ, ჩაგიდებთ იარაღს, ნარკოტიკს“, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, დღეს ის შიშები, რომლებიც მას ჰქონდა, გამართლდა. ანა მარგველაშვილის აზრით, დღეს ნარკოტიკულ საშუალებასთან დაკავშირებული პრობლემა სამართალდამცველებთან უკვე ძალიან ბევრ ადამიანს აქვს და ეს პრობლემა მხოლოდ მის ოჯახს არ ეხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics