|
2017-03-21 16:03:40, 2240 ნახვა
ეკონომიკა
საერთაშორისო ბიზნეს ფორუმის მონაწილეები ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას“ ესტუმრნენ
სს. „ბია“-ს ორგანიზებით „რადისონ ბლუ ივერიის“ სასტუმროში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - „საქართველოს ეკონომიკა: პერსპექტივები და გამოწვევები“ ჩატარდა. ფორუმის მიზანია საქართველოს ეკონომიკის და რეგიონის საკითხებით დაინტერესებული ინვესტორების, ბიზნესმენების, მთავრობის წარმომადგენლების და საერთაშორისო ორგანიზაციების გაერთიანება სადისკუსიოდ ისეთ თემებზე, როგორიცაა ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკის მიმდინარე პერსპექტივები და გამოწვევები. ფორუმს ესწრებოდნენ უცხოელი ინვესტორები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, საინვესტიციო ბანკების, ვენჩურული კომპანიების, კერძო ფონდების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის, დიპლომატიური მისიების, სავაჭრო პალატების წარმომადგენლები და ქართველი მეწარმეები. ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აშშ-ს მსხვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლები, რეგიონის უმსხვილესი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიას ესტუმრნენ. ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორის კახაბერ კოტრიკაძის განცხადებით მსგავსი სახის გაცნობითი და B2B შეხვედრები გარკვეულ წარმოდგენებს უქმნის უცხოელ ინვესტორებს და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი ფინანსური რესურსის მოსაზიდად, საექსპორტო არხების განვითარებისათვის და უცხოურ კომპანიებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დასამყარებლად. „ეს არის წარმოება, რომელმაც მოგვცა იმპულსი იმისა, რომ გვეთქვა - დღეს საქართველო აბსოლუტურად მზადაა მიიღოს ევროპული და ამავდროულად, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური გამოწვევები. მსგავსი წარმოება არის პლატფორმა, ჩვენთვის, უცხოური საფინანსო ორგანიზაციებისთვის იმისთვის რომ განვიხილოთ პერსპექტივები სამომავლო თანამშრომლობაზე და ინვესტიციების განხორციელებაზე.“ - განაცხადა ამერიკული ბანკის Wells Fargo-ს ვიცე პრეზიდენტმა გიორგი აკირთავამ. „რა თქმა უნდა გვქონდა წარმოდგენები საქართველოში არსებულ ადგილობრივ წარმოებებზე. ის რაც დღეს ვნახეთ ჩვენთვის იყო ძალიან ძლიერი შთაბეჭდილება, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა“ - განაცხადა ევროპლანის დირექტორმა ალექსანდრე მიხაილოვმა. „ზედაზენის“ სტუმრებმა საწარმოში მიმდინარე სამუშაო პროცესები დაათვალიერეს და ქარხანაში წარმოებული პროდუქცია დააგემოვნეს.
(NS)
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)