11:51 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-21 15:53:46, 930 ნახვა

სამხედრო
ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს

„ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრი თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს მხარს უჭერს“,-  ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა, ჯონ ჰერბსტმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელთან შეხვედრისას, მინისტრმა ყურადღება საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით ატლანტიკური საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მათივე ინფორმაციით, საუბარი, ასევე  აშშ-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, რეგიონულ უსაფრთხოებას, თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებსა და სხვა საკითხებს შეეხო.

„ატლანტიკურ საბჭოს სურს მხარი დაუჭიროს ამ პროცესს, კერძოდ, ორგანიზება გაუწიოს სხვადასხვა შეხვედრას, კონფერენციას, სადაც მიმოხილული იქნება უსაფრთხოების საკითხები რეგიონში და მნიშვნელობა იმ რეფორმებისა, რომელიც უწყებაში ტარდება, იმისთვის, რომ ვიყოთ უფრო მაღალი მზაობის ხარისხში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში - განაცხადა იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ ოქტომბერში ბათუმი თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას (GDSC) უმასპინძლებს. შეხვედრას, რომელიც თავდაცვის უწყებაში გაიმართა,  თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ატლანტიკური საბჭოს დირექტორთა საბჭოს წევრი ზაზა მამულაიშვილი დაესწრნენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics