|
2017-03-20 15:48:41, 1784 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს შეხვდა. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიც ესწრებოდა. შს მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა: სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზება და სახელმწიფო საზღვრის დაცვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა; ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირება; უწყების ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით სამინისტროში ადამიანური რესურსების რეფორმის გატარება; კანონის უზენაესობისა და პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვა; საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ინიციატივის შემდგომი განვითარება; სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეფორმირება და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა; საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და ძალისხმევას არ იშურებს ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან შავ ზღვაზე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთის მიმართულებით. ამასთან, შსს-ს თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ ნატო-ს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებში, ფორუმებსა და სამუშაო ჯგუფებში. გიორგი მღებრიშვილმა და როუზ გოტემიულერმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
(NS)
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)