12:32 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 13:20:37, 2290 ნახვა

მსოფლიო
მარტინ შულცმა გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა

ევროპარლამენტის ყოფილმა პრეზიდენტმა მარტინ შულცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგგარეშე ყრილობაზე, გერმანიის კანცლერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა, - ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება.

შულცის კანდიდატურას, დამსწრე დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი - 608 დელეგატიდან ხმა მისცა 605-მა დელეგატმა, 3 ბიულეტენი კი გაუქმდა.

ყრილობაზე, დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარე და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი, თავისივე სურვილით გადააყენეს და ახალ ხელმძღვანელად მარტინ შულცი აირჩიეს.

ზიგმარ გაბრიელმა გამოსამშვიდობებელი სიტყვისას განაცხადა, რომ მისთვის ძალიან რთული იყო პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. მარტინ შულცის კანდიდატურა კანცლერის პოსტზე, სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ზიგმარ გაბრიელმა შესთავაზა.

ცნობისთვის, 60 წლის გერმანელი პოლიტიკოსი მარტინ შულცი 1994 წლის შემდეგ ევროპარლამენტის დეპუტატია, ევროპარლამენტის თავმჯდომარე კი 2012 წელს გახდა. შარშან ნოემბერში მან განაცხადა, რომ ამ თანამდებობას დატოვებდა და გერმანიის არჩევნებში "სოციალ-დემოკრატების" პარტიული სიით მიიღებდა მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის 24 სექტემბერს არის დაგეგმილი. მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის სახელით მეოთხედ მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობას ოფიციალურად შეუდგა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics