05:28 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-20 11:20:40, 1222 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი ზღაპრების ახალ აუდიოჩანაწერებს ქმნის

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის პროექტი „ქართული ზღაპრები - აუდიობიბლიოთეკა" ახალი მიმართულებით გაგრძელდა. ათწლეულების წინათ ჩაწერილ ზღაპრების თანამედროვე მსახიობების წაკითხული 30-ზე მეტი ჩანაწერი დაემატება.

ეროვნულმა არქივმა საკუთარ ფონდებში დაცული, სტუდია „მელოდიას" მიერ 1960-80-იან წლებში ჩაწერილი 100-მდე ზღაპრის აუდიოჩანაწერი ინტერნეტში თავისუფალი წვდომით 2014 წელს გამოქვეყნა. პროექტს დიდი დაინტერესება მოჰყვა, ამიტომ მისი გაგრძელება და ახალი ჩანაწერების შექმნა გადაწყდა.

არქივის მოწვევით ბავშვებისათვის ზღაპრებს კითხულობენ  ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობები - რუსუდან ბოლქვაძე, გია აბესალაშვილი, ქეთევან ჩხეიძე და რამაზ იოსელიანი. მათი ჩაწერა ეროვნული არქივის აუდიოსტუდიაში მიმდინარეობს.

ახალჩაწერილი ზღაპრები ეროვნული არქივის საიტზე - www.archives.gov.ge  და სოციალურ ქსელებში, ეროვნული არქივის ოფიციალურ არხებზე განთავსდება. ზღაპრები CD  ფორმატშიც გამოიცემა და ხელმისაწვდომი გახდება ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონის მაღაზიაში.

ზღაპრებთან ერთად, იგეგმება ქართული დიაფილმის ტექსტის ჩაწერაც. არქივში 150-ზე მეტი დიაფილმი ინახება და ამჟამად მათი ციფრული ვერსიები მზადდება. ტექსტების აუდიოვერსია ნახატებს შეერწყმება, რაც ახალ სიცოცხლეს შესძენს 1970-80-იან წლებში პოპულარულ მულტიპლიკაციური ფილმების ერთგვარ ნაირსახეობას. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics