18:22 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-18 17:37:15, 2539 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის შს მინისტრი - პარიზის ჩრდილოეთით და „ორლის“ აეროპორტში თავდასხმები ერთი და იგივე პირმა განახორციელა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრუნო ლე რუქსის განცხადებით, „ორლის“ აეროპორტზე თავდამსხმელი მამაკაცი პარიზის გარეუბანში  მომხდარ თავდასხმასთან კავშირშია.

მისი თქმით,  თავდამსხმელმა დღეს დილით, 7 საათზე პოლიციის ქალ თანამშრომელს საბუთების შემოწმებისას ესროლა,  შემდეგ კი, ავტომობილი გაიტაცა.

როგორც ლე რუქსმა აღნიშნა, ოფიცერი სერიოზულად არ დაშვებულა.

მისივე თქმით, შეიარაღებულ მამაკაცს მანამდე  პოლიცია და სადაზვერვო სამსახურები აკვირდებოდნენ.

ამასთან, The guardian  საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პრესსპიკერიზე დაყრდნობით წერს, რომ თავდამსხმელს ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ჰქონია.

მომხდარს გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც და თავდამსხმელის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

„საფრანგეთი შეუსვენებლად აგრძელებს დაუნდობელ ბრძოლას ტერორიზმთან, ჩვენი თანამოქალაქეებისა და ტერიტორიის უსაფრთხოების დასაცავად“, - დასძინა პრეზიდენტმა.

სპეცოპერაციაში ჩართულ პირებს მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა  ემანუელ მაკრონმაც გადაუხადა.

„მათ კიდევ  ერთხელ აჩვენეს სიმშვიდე, კონტროლისუნარიანობა და პროფესიონალიზმი“, - განაცხადა პრეზიდენტობის ცენტრისტმა კანდიდატმა.

ამ დროისთვის, „ორლის“ აეროპორტიდან 3000 მდე ადამიანია ევაკუირებული, ფრენები კი შეჩერებულია.

სავარაუდოდ, აეროპორტი დღეს ღამემდე არ გაიხსენება. ოფიციალურმა პირებმა  მოგზაურებს მოუწოდეს,  „ორლის“ აეროპორტისგან თავი შორს დაიჭირონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics