|
2017-03-18 12:01:03, 2774 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ანგელა მერკელს ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს თეთრ სახლში საპროტოკოლო ფოტოგადაღებისას ხელი არ ჩამოართვა. თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ორი ქვეყნის ლიდერს ფოტოგრაფებმა ხელის ჩამორთმევა სთხოვეს, თუმცა ტრამპმა აღნიშნულ თხოვნას ყურადღება არ მიაქცია. ამის შემდეგ მას ხელის ჩამორთმევა თავად მერკელმა შესთავაზა, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა არც გერმანიის კანცლერს უპასუხა. როგორც გამოცემა Politico წერს, უცნობია, პრეზიდენტმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა თუ ფოტოგრაფებისა და კანცლერის თხოვნა არ გაითვალისწინა. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერს თეთრი სახლის შესასვლელში პირადად დახვდა, ხელი გაუწოდა და რეზიდენციისკენ გაუძღვა. ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა და ანგელა მერკელმა გუშინ პირველი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)