2017-03-17 17:18:44, 1946 ნახვა
პოლიტიკა
წერეთელის აზრით, პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში დებატების ფორმატში უნდა მოხდეს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთელის განცხადებით, პარლამენტის წინაშე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, დებატები უნდა გაიმართოს.
"ბუნებრივია, ეს არ უნდა იყოს უბრალოდ მოსმენა, უნდა იყოს დებატები, რადგან ქვეყანაში ბევრი საკითხია, რასაც პრეზიდენტი უნდა შეეხოს და პოლიტიკურმა პარტიებმა, ფრაქციებმა უნდა გამოხატონ პოზიცია. პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრებები ყველა მიმართულებით",- განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან