12:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 17:19:57, 2649 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე ლიცეუმში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა

საფრანგეთის ქალაქ გრასში მდებარე ლიცეუმში უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ცნობით, სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელი 17 წლის კოლეჯის მოსწავლეა. ის 2 პისტოლეტით და თოფით იყო შეიარაღებული. მას სავარაუდოდ კოლეჯის დირექტორის მოკვლა სურდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეიარაღებული მამაკაცი დაკავებულია, თუმცა ამ ინფორმაციას სამართალდამცავ სტრუქტურებში არ ადასტურებენ. ასევე, თავდამსხმელს სავარაუდოდ თანამზრახველი ჰყავდა. ამ დროისთვის მას ეძებენ.

ადგილზე სპეცრაზმი მუშაობს და პოლიციაა მობილიზებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსახლეობას მიმართავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გავლისგან თავი შეიკავოს.

სამართალდამცველები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა აღნიშნული ინციდენტი ტერაქტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს - ფედერალისტები პარტიების აკრძალვაზე
რეჟიმი პარტიების აკრძალვის მოთხოვნას, პარტია „ფედერალისტებიც“ დაამატებს
მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა
2026 წლის იანვარ-მარტში მანქანებზე და ნავთობზე ექსპორტი გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics