21:40 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 16:01:16, 2155 ნახვა

ეკონომიკა
ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა

ტექნოპარკს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო ეწვევა.

სტუმარი ტექნოპარკის სივრცეს დაათვალიერებს და ინოვაციების სააგენტოს პროგრამებსა და პროექტებს გაეცნობა. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში  შეხვედრა ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან გაიმართება, რომელიც ორი ქვეყნის თანამშრომლობას ეკონომიკის, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროებში, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს შეეხება.

შეხვედრას უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - შანდორ საბო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაესწრებიან.

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი საქართველოს 16-18 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან; პრემიერ-მინისტრთან; პარლამენტის თავმჯდომარესთან, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკის და ინფრასტუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრებთან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics