04:21 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-16 11:29:20, 2503 ნახვა

მსოფლიო
ნიკი ჰეილი: ჩვენ რუსეთს ვერ ვენდობით და არც არასოდეს უნდა ვენდოთ

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ დანიშნა, აშშ-ს მოუწოდა რუსეთის მუქარას სერიოზულად მოეკიდონ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ჰეილიმ NBC-ის მიცემულ ინტერვიუში განუცხადა, ამერიკა რუსეთს ვერ ენდობა და არც არასდროს უნდა ენდოს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ნიკი ჰეილის რუსეთთან მიმართებაში გაცილებით უფრო მტკიცე და მკაცრი პოზიცია აქვს, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს. ტრამპი მუდამ იმეორებდა, რომ მას და მის ადმინისტრაციას მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება უფრო შეუძლია, ვიდრე ბარაკ ობამას.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა yahoo-ს ანგარიშებზე განხორციელებული კიბერშეტევებისთვის რუსეთის 4 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ორ ოფიცერს ბრალი წაუყენა.

თებერვლის დასაწყისში ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ძალაში მანამ იქნება, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება და რუსეთი მინსკში დადებულ შეთანხმებას არ შეასრულებს.

შეგახსენებთ, რომ ნიკი ჰეილი გაეროში იანვრის თვეში წარადგინეს, მას მხარი 99 სენატორმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics