18:22 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 20:36:54, 2703 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის 4 მოქალაქეს, მათ შორის FSB-ს ორ ოფიცერს ბრალი წაუყენა

ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა yahoo-ს ანგარიშებზე განხორციელებული კიბერშეტევებისთვის რუსეთის 4 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ორ ოფიცერს ბრალი წაუყენა.

BBC-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წევრები ჰაკერებთან თანამშრომლობდნენ.

აშშ-ს საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არიან: იგორ სუშჩინი, დიმიტრი დოკუჩაევი, კარიმ ბარატოვი  და ალექსეი ბელანი.

ცნობისთვის, 2016 წლის სექტემბერში Yahoo-ს ხელმძღვანელობამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 2014 წელს Yahoo-ს 500 მილიონ ანგარიშზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჰაკერები იდგნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics