03:51 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-15 19:51:25, 1182 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მთავრობა სოფლის განვითარების 2017-2020 წლის სტრატეგიას წარადგენს

16 მარტს, 16:00 საათზე, საგამოფენო დარბაზში „ექსპო ჯორჯია“ (წერეთლის გამზ. 118), საქართველოს მთავრობა სოფლის განვითარების სტრატეგიას წარადგენს. სტრატეგია 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს გასაზღვრავს.   

ღონისძიებას  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გახსნის. სოფლის განვითარების სტრატეგიისა და 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ისაუბრებს. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი. 

სოფლის განვითარების სტრატეგიის შემუშავება განხორციელდა  საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.

2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. 

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.enpard.ge 
საკონტაქტო პირები:

ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, nana.chinchilakashvili@moa.gov.ge, +995 599 502619
სოფო ჭიჭინაძე, UNDP-ის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com, +995 595 989916

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics