23:26 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-14 15:44:51, 2461 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
გახარია: გუდაურში 360 გრადუსიანი საკონფერენციო ცენტრის აშენებით, კურორტი 4-სეზონიანი გახდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, გუდაურში 360-გრადუსიანი ხედის საკონფერენციო ცენტრის აშენებით კურორტი 4-სეზონიანი გახდება.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ ცენტრის აშენების მიზანი პირველ რიგში ტურიზმის განვითარებაა.

"სახელმწიფო კონცენტრირებულად ხარჯავს თანხას ტურიზმის განვითარებაში. დღეს ჩვენ მთავრობაზე გავიტანეთ საკითხი დეტალური განაშენიანების გეგმის შემუშავებაზე, რაზეც მთავრობისგან ნებართვა მივიღეთ. ამ თემაზე დისკუსიის დროს დაიბადა ეს იდეა, რომელიც ძალიან კარგია. გუდაურს მოუხდება ასეთი წერტილი, 360-გრადუსიანი ხედის ლოკაცია, რომელიც იქნება მრავალფუნქციური დანიშნულების ნაგებობა, გუდაურს საშუალებას მისცემს გახდეს ოთხსეზონიანი კურორტი. განაშენიანების გეგმის დეტალური განხილვის შემდეგ გავითვალისწინებთ, რომ ამ ლოკაციაში მსგავსი დანიშნულების წერტილი უნდა გაჩნდეს",- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics