13:14 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-13 17:51:38, 690 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თერაპევტ სონიკო ძნელაძეს 70 წლის იუბილე მიულოცა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ თერაპევტ და კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილეს სონიკო ძნელაძეს 70 წლის იუბილე მიულოცეს.

მინისტრმა, ღვაწლმოსილ ექიმს, აჭარის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების საქმეში შეტანილი წვლილისა და დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით მადლობის სიგელი გადასცა.

სამინისტროს ცნობით, სონიკო ძნელაძე სამედიცინო საქმიანობას 1973 წლიდან ეწევა. თავდაპირველად იყო ქობულეთის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტი. მოგვიანებით, სხვადასხვა წლებში ქ, ბათუმის ყოფილი მეორე საავადმყოფოს გასტროენტეროლოგი, პოლიკლინუკური განყოფილების გამგე და საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

2005 წლიდან არის კლინიკა „მედცენტრის“ დირექტორის მოადგილე ხარისხის მართვის დარგში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics