02:04 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-12 13:50:49, 1225 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი სამართალდამცავებს: ძალიან სახიფათო ზღვარზე გავიარეთ

გიორგი კვირიკაშვილმა სამართალდამცავ სტრუქტურებს  წესრიგის დამყარებისთვის და მოვლენათა შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისთვის  მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო უმკაცრეს პასუხს გასცემს ყველას, ვინც არ დაემორჩილება კანონს და უგულებელყოფს სახელმწიფო ინსტიტუტებს.

" მადლობას გიხდით გმირობისთვის და მოთმინებისთვის. სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები იყენებენ იმდენ ძალას, რამდენიც საჭიროა სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. მინდა, იცოდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვარ. მინდა, იცოდეთ და იამაყოთ, რომ გუშინდელ ღამეს გავიარეთ ნამდვილად ძალიან სახიფათო ზღვარზე, მაგრამ ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევასრულეთ ჩვენი ამოცანა ისე, და გამოვიყენეთ იმდენი ძალა, რამდენიც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობა შევინარჩუნოთ. მინდა, მოთმინებისთვის და გმირობისთვის მადლობა გადაგიხადოთ ყველა თქვენგანს და მინდა, წარმატება გისურვოთ. ასევე, მინდა, გამოჯანმრთელება ვუსურვო ყველას, ვინც დაზიანდა გუშინ,"- განუცხადა პრემიერმა სამართალდამცავებს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერთან ერთად აჭარაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ზურაბ ალავიძე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics