2017-03-12 06:11:58, 2184 ნახვა
საზოგადოება
სპეცრაზმმა ბათუმის ქუჩებში მომიტინგეთა დაკავება დაიწყო
ბათუმში, აჭარის მთავარ სამმართველოსთან მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეებისკენ დაიძრა და მათი დაშლა დაიწყო.
მათ უკვე დააკავეს რამდენიმე პიროვნება.
სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს წინ საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი მიუძღვის, რომელიც გზას ათავისუფლებს.
სპეციალური დანიშნულების რაზმი ტერიტორიის მომიტიგეებისგან გათავისუფლებას ცდილობს. აქციის მონაწილეები აჭარის მთავარი სამმართველოს მიმდებარედ არსებულ რამდენიმე ქუჩაზე არიან განთავსებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან