01:17 - 03 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-11 14:44:21, 1476 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის შენობის წინ „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი მიმდინარეობს.

აქციაზე ტელეკომპანიის მხარდამჭერები, არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

აქციის მონაწილეებს სიტყვით ტელეკომპანიის სახეები მიმართავენ და „რუსთავი 2“-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებაზე საუბრობენ.

მხარდამჭერებს პირველმა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ჟურნალისტმა ზაალ უდუმაშვილმა მიმართა და მათ მადლობა გადაუხადა:

„რომ არა თქვენ, დღეს „რუსთავი 2“ გამარჯვებას არ იზეიმებდა. მადლობას გიხდით თითოეულ მხარდამჭერს. ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გვერდში გვედგნენ. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო „რუსთავი 2“-ის გუნდს და ერთი განსაკუთრებული მადლობა იმ ადამიანს, რომლისთვისაც პირადად არასდროს არ მითქვამს და ახლა ამ სცენიდან მინდა ვუთხრა, მადლობა ნიკა გვარამიას. მინდა გავიხსენო მაჰათმა განდის სიტყვები, ის ამბობდა - „მე ვიცი თავისუფლების აზრი, ამიტომ არასდროს შევუზღუდავ სხვას თავისუფლებას“. მადლობა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

აქციის მონაწილეებისთვის კონცერტს ცნობილი მომღერლები, მათ შორის ტელეკომპანიის პროექტების გამარჯვებულები მართავენ.

ადგილზე 500-მდე ადამიანია შეკრებილი. აქციის გამო რუსთაველის გამზირის ნაწილი გადაკეტილია. მობილიზებულია საპატრულო პოლიციის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics