|
2017-03-08 17:10:26, 1259 ნახვა
რეგიონი
ფონდმა „ქართუმ“ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცა
დღეს, ფონდმა „ქართუმ" ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე საერთაშორისო სტანდარტების სარაგბო ბაზა ბათუმის მერიას საზეიმოდ გადასცა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რაგბის მოედანზე შეკრებილ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის რაგბისტებს და მათ გულშემატკივრებს ახალი სარაგბო კომლექსის აშენება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მიულოცა. „ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. დღეს ჩვენ მივიღეთ ბათუმში საერთაშორისო სტანდარტებით აშენებული რაგბის ბაზა. ჩვენი რეგიონისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბაზას სამი მოედანი აქვს, რომლებზეც დარწმუნებული ვარ არაერთგზის სპორტული შეჯიბრება და საერთაშორისო დონის ღონისძიება მოეწყობა. ფაქტიურიად, აჭარა მზად არის სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში საერთაშორისო დონის ძალიან სერიოზულ გუნდებს ვიხილავთ ბათუმში და მინდა ყველა ბათუმელს მივულოცო ასეთი კარგი ობიექტის გახსნა“,-აღნიშნა პატარაძემ. როგორც ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა აღნიშნა, ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი ყველა სპორტსმენისთვის. "მინდა ყველას მივულოცო და უდიდესი მადლობა გადავუხადო ფონდ "ქართუს", ქალაქის მერიას და დარწმუნებული ვარ ეს ბაზა არაერთ საერთაშორისო დონის შეჯიბრებას უმასპინძლებს. აქ არაერთი ახალგაზრდა დაოსტატდება და გაახარებს ჩვენს გულშემატკივრებს," - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. ცნობისთვის, კომპლექსის ტერიტორია 4,5 ჰექტარს მოიცავს. თანამედროვე სტანდარტების პირველი სარაგბო ბაზა სამ მოედანს აერთიანებს. ძირითადი, ბუნებრივსაფარიანი მოედანი 2500 მაყურებელზე, ხოლო ხელოვნურ საფარიანი მოედანი - 500 მაყურებელზეა გათვლილი, მესამე ქვიშის მოედანი კი ფიზიკური დატვირთვისა და მომზადებისთვის იქნება გამოყენებული. სარაგბო ბაზას ევროპული სტანდარტების განათების სისტემა აქვს, რაც საშუალებას იძლევა თამაშები და წვრთნები ღამის საათებშიც ჩატარდეს. კომლექსი ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მაყურებლებისათვის მოწყობილია სპეციალური ავტოსადგომი. სამშენებლო სამუშაოები ასოციაცია ,,ატუმ" 2014 წელს დაიწყო. სარაგბო ბაზის მშენებლობის მთლიანი ღირებულება 7 მილიონ 355 ათას 157 ლარს შეადგენს. აქედან, 3 მილიონ 596 000 ლარი ქალაქ ბათუმის ბიუჯეტიდან გამოიყო. რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდმა „ქართუმ" უკვე განახორციელა 11 პროექტი. ფონდი კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა სარაგბო კომპლექსების მშენებლობა თბილისსა და თელავში. ფონდ „ქართუს" მიერ აშენებული სარაგბო ბაზები საერთო ჯამში 21 მოედანს მოიცავს. აჭარაში რაგბი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. რეგიონის მასშტაბით, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში წვრთნას 900-მდე სპორტსმენი გადის. ღონისძიებას ესწრებოდნენ ფონდი „ქართუს" გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის რეგიონალური განვითარების ხელმძღვანელი გაიოზ მონიავა. (NS)
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)