22:30 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 14:51:16, 2150 ნახვა

საზოგადოება
დეა მაჭავარიანი: საქართველოს აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან, მგზავრთა გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდნენ

საქართველოს აეროპორტების  გაერთიანების  ბიზნეს განვითარების  მენეჯერის დეა მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს საერთაშორისო  აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან, მგზავრთა გაზრდილ ნაკადს გაუმკლავდნენ.

„საქართველოს აეროპორტები მზად არიან, მოზღვავებული მგზავრთა ნაკადის გამკლავებისთვის. ჩვენ შარშან  გვქონდა 26 %-იანი ზრდა საერთაშორისო აეროპორტებში, წელს ველოდებით მიახლოებით 40%-დან,  48%-მდე ზრდას. აეროპორტები სრულ მზადყოფნაში არიან და, რა თქმა უნდა, გაუმკლავდებიან გაზრდილ ნაკადს. თბილისის აეროპორტს ამ ეტაპზე არ უჭირს. თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით 3 მილიონი მგზავრი.2017 წლის სექტემბერში დასრულდება მეორე ტერმინალი და გამტარუნარიანობა გაორმაგდება. შესაბამისად,  არანაირი პრობლემა არ შეიქმნება. ანალოგიურია ქუთაისის აეროპორტის შემთხვევაში. ვითვალისწინებთ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებს, თუმცა ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთ საერთაშორისო აეროპორტს პრობლემა არ აქვს მგზავრთა ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით“,-განაცხადა დეა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, არსამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, მოგზაურთა ნაკადი გაიზრდება და ამ დატვირთვას შესაძლოა აეროპორტებმა ვერ გაუძლონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics