13:10 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 19:07:33, 362 ნახვა

პოლიტიკა
ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის საკრებულოში საქმიანობას წყვეტს

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის საკრებულოში  საქმიანობას წყვეტს “,-ამის შესახებ  პარტია "თავისუფალი დემოკრატები"  განცხადებას ავრცელებს. 
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული,  „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ  თანდათან გამოიკვეთა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში „თავისუფალი დემოკრატების“ საქმიანობას შორის.
„პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ თანდათან გამოიკვეთა აშკარა შეუსაბამობა პარტიის სტრატეგიასა და თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ საქმიანობას შორის. ფრაქციის წევრებს პარტიაში არაერთხელ მკაფიოდ განემარტათ წარმოქმნილი განსხვავებების პრინციპული მნიშვნელობა. მათ უნდა გადაეწყვიტათ, შეძლებდნენ თუ არა პარტიასთან ერთად მკაფიო და თანმიმდევრული ოპოზიციური პოლიტიკის გატარებას ხელისუფლებაში მყოფი კოალიციის მიმართ. სამწუხაროდ, ისინი მზად არ აღმოჩდნენ ხელისუფლების რეალური ოპონირებისათვის. ამგვარად, მათი არჩევანის შესაბამისად, ისინი დღეიდან აღარ არიან პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ თბილისის საკრებულოში წყვეტს საქმიანობას“,-ნათქვამია პარტიის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics