13:32 - 08 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 15:41:14, 2572 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
ნიკოლოზ გაგუა: მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს

„საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ბევრი მნიშვნელოვანი საერთო რეფორმა დაგეგმა, ამიტომ მნიშვნელოვანია, მონეტარული პოლიტიკა და ფინანსური ზედამხედველობა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში გაერთიანდეს", - აღნიშნული განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილეს, რომლებიც საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის კვლავ ეროვნულ ბანკში დაბრუნების საკითხს ეხება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ბევრი საერთო რეფორმა დაგეგმა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლარიზაციის რეფორმაა.

„სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური ზედამხედველობის მოქცევა ერთი ინსტიტუციის ფარგლებში, სწორი გადაწყვეტილებაა", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

როგორც გაგუამ აღნიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯები, ხელს შეუწყობს მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის ურთიერთქმედების გაძლიერებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობისა და პარტნიორობის გაღრმავებას.   

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაკრონმა ფაშინიანს მიულოცა: მოხარული ვარ, რომ თქვენთან მუშაობას გავაგრძელებ
1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების ნაცვლად, მოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics