|
2017-03-06 15:06:19, 2467 ნახვა
სამართალი კომენტარი
მიხეილ რამიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოიტაცეს და არა დააკავეს
„შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგი მამალაძე მოიტაცეს და არა დააკავეს“,-ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეზე ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა. ”მამა გიორგიზე განხორციელდა ფიზიკური შეხებაც კი. ერთ-ერთმა პირმა სახეზე მოუჭირა და ადგილი ჰქონდა გარკვეულ ზეწოლებს”, - განაცხადა რამიშვილმა მისივე თქმით, დაკავებისას არ შედგა ოქმი, რაც კანონდარღვევად ითვლება. "წერია მხოლოდ ზოგადი ფრაზა - გარკვეული პირობების არარსებობის გამო, არაა მითითებული რა პირობები არ არსებობდა, რის გამოც არ შედგა დაკავების ადგილზე დაკავების ოქმი. მამა გიორგის დაკავება კი არ მოხდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მისი მოტაცება”, - აღნიშნა რამიშვილმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)