|
2017-03-04 13:37:34, 2258 ნახვა
კომენტარი
აბაშიშვილი პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან „რუსთავი 2“-სთვის თანხის გამოყოფის ინიციატივით გამოდის
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ "რუსთავი 2"-სთვის პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან თანხა გამოიყოს. როგორც აბაშიშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში აღნიშნა, თუ მედიის თავისუფლება ყველას ადარდებს, მაშინ მოქმედების დროა. "რუსთავი 2"-ში 1000-მდე თანამშრომელია. რუსთავი 2"-ის თანამშრომლებო, მოდით გავაკეთოთ ასეთი რაღაც, პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს თანხა, მოხდეს გამოსყიდვა "რუსთავი 2"-ის, შემდგომ მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა და მოხდეს "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისთვის გადაცემა. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა საინტერესო იდეაა. თუ ჩვენ რეალურად ვამბობთ, რომ მედიის თავისუფლება გვადარდებს, მაშინ ვიმოქმედოთ, ნუ ვლაპარაკობთ მხოლოდ. ნუ ვახდენთ საკითხის ქვედა დონეზე დაყვანას, პირიქით, ვცადოთ საკითხის აყვანა, ბოლომდე იქ, სადაც საქართველოს ეკადრება და საქართველოს ეკადრება ევროპული ოჯახის წევრობა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)