21:24 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 13:16:27, 1431 ნახვა

საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს

ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე, N19-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საძირკვლის გამაგრება-გაძლიერება ხუთსართულიან ავარიულ კორპუსს უტარდება. სამუშაოების ფარგლებში,  მოეწყობა ხიმინჯები, ლითონის ჯავშნით კი გამაგრდება დაზიანებული კედლები. 

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დღეს თბილისის მერი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გაეცნენ.  დავით ნარმანიას თქმით, ავარიული კორპუსების გამაგრება მთელი თბილისის მასშტაბით მიმდინარეობს.

„კახეთის გზატკეცილზე ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ. ამჟამად მიმდინარეობს საძირკვლისა და კედლების  გამაგრება. მთლიანად ხდება კორპუსის გარე ფასადის კეთილმოწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ,  სახლი  საცხოვრებლად აბსოლუტურად  უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სამუშაოებს კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „სპეც მონოლითი“ ახორციელებს. სამუშაოები სამ თებერვალს დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics