|
2017-03-04 13:12:04, 934 ნახვა
რეგიონი
თელავში მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
თელავის მუნიციპალიტეტში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ადგილობრივ მევენახეებსა და კოოპერატივების წარმომადგენლებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ გააცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს გადაეცემა 100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა, კოოპერატივმა კი უნდა უზრუნველყოს საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა. როგორც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ აღნიშნა, პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ ახლა უკვე არამხოლოდ ყურძნის, არამედ უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ სარგებელი. სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 20 მეპაიეს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ანდა მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰექტარი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური, მუჯურეთული, წულუკიძის (რაჭული) თეთრა. სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ტექნიკურ დახმარებასაც, რომლის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ჩაუტარდებათ სწავლება, როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ისე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა საპილოტე პროექტია, რომლის ფარგლებში გაიცემა არანაკლებ 3 ერთეული საწარმოსათვის საჭირო აღჭურვილობა. პროექტის ბიუჯეტი 1 მილიონ ლარს შეადგენს. სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ონლაინ რეჟიმში, 21 მარტამდე სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდის www.acda.gov.ge საშუალებით შეუძლიათ . შეხვედრას კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანი ესწრებოდნენ.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)