|
2017-03-03 11:54:53, 2407 ნახვა
სამართალი კომენტარი
ხალვაში: „რუსთავი 2“-ში უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით
„რუსთავი 2“-ში უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს არ იქნება ძალდატანებით“,-ამის შესახებ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა. „ეს არ შეიძლება გაგრძელდეს წლობით, უახლოეს მომავალში შევალთ, მაგრამ ეს ეს არ იქნება ძალდატანებით, დღეს და ხვალ. შეიცვლება და არ იქნება ერთი პარტიის ტელევიზია, არამედ იქნება ხალხის ტელევიზია. იქნება კრიტიკული და არ იქნება პარტიული“,-განაცხადა ქიბარ ხალვაშმა. ჟურნალისტის კითხვაზე „მოქმედი გუნდიდან ვინ დარჩება და ვინ წავა „რუსთავი 2“-დან ? ხალვაშმა აღნიშნა, რომ „ვისაც უნდა წასვლა წავა, ვისაც უნდა დარჩენა, დარჩება“. „კომერცია არის წარმატების საწინდარი. თუ გვინდა, რომ ვიყოთ წარმატებული და კომერციულად გამართული ორგანიზაცია, არხს უნდა ჰქონდეს პირველ რიგში რეიტინგი. რეიტინგს სჭირდება პროფესიონალი ადამიანები“,-დასძინა ქიბარ ხალვაშმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)