|
2017-03-03 11:42:07, 2374 ნახვა
სამართალი კომენტარი
მდინარაძე: მთავარია, „რუსთავი2“-ის ჟურნალისტებს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცეთ
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „რუსთავი2“-თან დაკავშირებით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაპროტესტების უფლება ყველას აქვს და ამას მათ ვერავინ აუკრძალავს. როგორც მდინარაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, მთავარია, „რუსთავი2“-ის თითოეულ ჟურნალისტს თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცეს: „რაც შეეხება ქუჩაში გამოსვლას, თუ რაღაცის გაპროტესტებას, ეს მათი უფლებაა, ვერავინ აუკრძალავს ამას. მთავარია, რომ „რუსთავი2“-ის თითოეულ ჟურნალისტს მიეცეს საშუალება თავისუფალი მოქმედების, ისინი სარედაქციო პოლიტიკაში იყვნენ დამოუკიდებლები აბსოლუტურად და დანარჩენი ალბათ ჩემი შესაფასებელი არ არის“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)