06:59 - 25 Jul, 2026
|
2017-03-02 18:21:05, 2585 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პეტრ პაველი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ჩვენი ყურადღების ცენტრშია
ჩვენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას აღვიქვამთ, როგორც ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, რომელიც ჩვენი ყურადღების ცენტრშია,-ეს განცხადება ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა პეტრ პაველმა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ერთი რომელიმე ქვეყნის ხარჯზე ვერ მიიღწევა, არამედ საჭიროა ყველა მხარის ჩართულობა: „რეგიონის ქვეყნებთან უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაფართოოთ თანამშრომლობა. თუ არსებობს გამოწვევა უსაფრთხოების თვალსაზრისით, ყველაფერს გავაკეთებთ მის დასაძლევად. გვსურს გონივრული დოალოგის წარმოება“,-აღნიშნა გენერალმა პეტრ პაველმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)