|
2017-03-02 17:36:55, 2300 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
იზორია: ჩვენი ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარების პროცესსაც ნიშნავს
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობაში თავისუფალი მედიის ფაქტორზე ისაუბრა. იზორიას განცხადებით, ნატო-ში ინტეგრაციაზე საუბრისას, მათი ამოცანაა, იმ ღირებულებების დამკვიდრება, რა ღირებულებებსაც დემოკრატიული საზოგადოება ემყარება. მათ შორის, იზორიას განმარტებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია სწორედ თავისუფალი მედია: „ბუნებრივია, როდესაც ვსაუბრობთ ნატოზე, როგორც პოლიტიკურ და სამხედრო ორგანიზაციაზე, მხედველობაში გვაქვს ის ღირებულებები, რომლებიც გვაერთიანებს ჩვენს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან და როდესაც ჩვენ ნატო-ში ინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში ჩვენი ამოცანაა, იმ ღირებულებების დამკვიდრება, რა ღირებულებებსაც დემოკრატიული საზოგადოება ემყარება. ეს საზოგადოება პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების საფუძველზე არსებობს, მათ შორის თავისუფალი მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი სწორედ ასეთი დამოუკიდებელი ინსტიტუტების განვითარების პროცესსაც ნიშნავს და ზოგადად იმ ღირებულებების დამყარების პროცესსაც ნიშნავს, რომელიც სიტყვის თავისუფლებას და საერთოდ ადამიანის თავისუფლებას ემყარება დემოკრატიულ საზოგადოებაში“,-განაცხადა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)