|
2017-03-02 17:25:01, 2335 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლევან იზორია: საქართველო მზადაა, იყოს თანამონაწილე რეგიონში უსაფრთხოების განვითარების საქმეში
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერებაში საქართველოს როლზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ნატო-სთვის სანდო პარტნიორია, რომელიც მზადაა, იყოს თანამონაწილე ნატო-სთან ერთად რეგიონში უსაფრთხოების განვითარების საქმეში. „ჩვენ რეგიონში ვართ უკვე სანდო პარტნიორი ნატოსთვის, ასპირანტი ქვეყანა, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას, იყოს თანამონაწილე ნატო-სთან ერთად რეგიონში უსაფრთხოების განვითარების საქმეში. ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებას, ჩვენ ინტენსიურად ვართ სტრატეგიული დიალოგის პროცესში ჩართული. გვქონდა შესაძლებლობა, ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრების ფორმატში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან ამ საკითხზე გვესაუბრა. ბუნებრივია, ჩვენ ყველანაირ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ჩავერთოთ მეტ წვრთნებში ნატოსთან ერთად ზღვაში, მზადყოფნას გამოვხატავთ, ჩვენი ინფრასტრუქტურა ხმელეთზე გამოყენებული იყოს სხვადასხვა მიზნებისთვის. მზადყოფნას გამოვხატავთ, კოორდინაციის მიზნით, გვყავდეს ორი ოფიცერი მივლენილი რუმინეთში. ასე რომ, დისკუსია და თანამშრომლობა არის ძალიან კონკრეტული და მჭიდრო და ის კონკრეტულ შედეგებში იქნება გამოხატული“,-აღნიშნა ლევან იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)