|
2017-03-02 12:25:16, 2132 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც ოპოზიციის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება
საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები და ამის მთავარი ინსტრუმენტი არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის საარჩევნო სისტემაზე, მმართველი გუნდის ხედვა გააცნო: “ჩვენ ასეთი სისტემა გვესახება - ძლიერი პარლამენტი. რა განაპირობებს ცვლილებების შემდგომ პარლამენტის სიძლიერეს. პირველი - ეს არის საარჩევნო სისტემა. მოგეხსენებათ დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს გამარჯვებულ პარტიას და შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს ოპოზიცია. ეს არის არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისებურება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები და ამის მთავარი ინსტრუმენტი რა თქმა უნდა არის არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუ როგორ გვესახება პროპორციული სისტემა, ამ სისტემას ბუნებრივია, აქვს თავისი თავისებურებები დაწყებული საარჩევნო ბარიერით, გაგრძელებული სხვა საკითხებით. ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილია კონკრეტული პროექტი და შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)