06:59 - 25 Jul, 2026
|
2017-03-02 14:14:13, 2534 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ არა როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ ძლიერი არბიტრი
საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლი არის არბიტრის როლი და ამ სისტემის ფარგლებში, ის არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამავე პრინციპზეა აგებული დღევანდელი კონსტიტუციაც, თუმცა არსებობს გარკვეული რეგულაციები, რომლებიც სხვანაირ პრაქტიკას განაპირობებს. „ჩვენი ამოცანაა, რომ კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ, როგორც არა პოლიტიკური ფიგურა, არამედ ფიგურა საზოგადო დატვირთვით, როგორიც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში ჩამოყალიბებული“, - აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)