05:36 - 25 Jul, 2026
|
2017-03-02 12:29:38, 2163 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სესიაშვილის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შესთავაზა საზოგადოებას მოდელი, რომლის მიხედვითაც, 2020 წლიდან ქვეყანა მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უნდა გადასულიყო. მისივე თქმით, აღნიშნულს მხარი არ დაუჭირეს მაშინდელმა არც უმცირესობამ და არც პარლამენტში დარჩენილმა პოლიტიკურმა ძალებმა: „ამიტომ დღეს კვლავაც აქტუალურია ეს თემა და მიმდინარეობს მსჯელობა, კარგად გესმით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას სჭირდება 113 ხმა, თუმცა მაჟორიტარებს თავიანთი პოზიციები აქვთ და ესეც ბუნებრივია. ამიტომ, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)