20:27 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 15:51:47, 1415 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ა/რ-სა და მანგისტაუს ოლქს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის მთავრობის დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მანგისტაუს ოლქის მერს ალიკ აიდარბაევს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის მთავრობის დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მ/შ რევაზ საყვარელიძე ესწრებოდა. 

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი რეგიონების პირველმა პირებმა ზურაბ პატარაძემ და ალიკ აიდარბაევმა მოაწერეს. 

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური კავშირების განვითარებას, ასევე ეკონომიკურ სუბიექტებს შორის კონტაქტების დამყარებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სამრეწველო პარტნიორობისა და ერთობლივი საწარმოების შექმნის საკითხებს. მემორანდუმის თანახმად მხარეები კავშირებს ჯანდაცვის, ტურიზმის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით გააღრმავებენ.

მხარეები სხვადასხვა ფორმით გაუწევენ მხარდაჭერას  ეკონომიკურ თანამშრომლობას,  კერძოდ, ერთობლივი მიზნობრივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებასა და რეალიზაციას. ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგიონები ხელს შეუწყობს საინვესტიციო პარტნიორობის განვითარებას, ერთობლივ გამოფენა-ბაზრობებში მონაწილეობას. 

აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დღეს დასრულდება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნეს
ზელენსკი: გუშინ ბელარუსის მხრიდან საზღვარზე საკმაოდ უჩვეულო აქტივობა შეინიშნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, რეაგირებას მოვახდენთ
კომპანიებმა დაიწყეს საოჯახო კალათის ფარგლებში პროდუქტების იდენტიფიცირება - რითეილ ასოციაცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics