|
2017-03-01 15:31:21, 2666 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი: მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამომძიებლები დაწყევლა. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულმა მათ კითხვებს კვლავ თავი აარიდა. „იმის ნაცლად, რომ ჩვენი კრიტიკული შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა, მან წყევლა შემოგვითვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხი არ აქვს“, - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)