08:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 14:38:30, 2286 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მილიონი დოლარის მოცულობის პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია

ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის 285 მილიონი დოლარის მოცულობის ახალ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია. 

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ორი კვირის განმავლობაში, მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას, ეროვნულ ბანკს და ფონდის მისიას შორის მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა სავალუტო ფონდის ახალ პროგრამაზე „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" (EFF) ფარგლებში, რომელზედაც შეთანხმება მიღწეულია.

 „აღნიშნული სამწლიანი პროგრამა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული. ახალი პროგრამა არის არა მხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას," - აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, უკვე განხორციელებულ და ამჟამად მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე.

მანვე დასძინა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მოწონებული იქნა მთავრობის ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რომელთა მიზანია, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდი იქნება ჩვენი ქვეყნის პარტნიორი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics