|
2017-03-01 14:21:24, 2298 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბოკუჩავა: ისარგებლეთ მომენტით და გომელაურს ჩამოაცილეთ ვალდებულება, წელიწადში ერთხელ მაინც წარსდგეს პარლამენტის წინაშე
„ისარგებლეთ მომენტით და ვახტან გომელაურს საერთოდ ჩამოაცილეთ ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც წარსდგეს პარლამენტის წინაშე“,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს. „მეცხრე მუხლის მეორე ნაწილი, სადაც საუბარია იმაზე რომ სუს-ის უფროსს ეხსნება ვალდებულება პარლამენტში, წელიწადში ერთხელ მოსვლისაც კი, შეგვიძლია, თუ არსებობს ამის პოლიტიკური ნება თქვენი მხრიდან, სარედაქციო ცვლილებითაც მოვაგვაროთ. შესაბამისად ამოვიღოთ სიტყვები ან მისი მოადგილე ან თუ გნებავთ სიტყვა ან ჩავანაცვლოთ სიტყვა და-თი. ამით მოგვარდება ის პრობლემა, რომელიც არის მართლაც საგულისხმო. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციამ არაერთხელ მოითხოვა ბატონი გომელაურის მობრძანება პარლამენტში, რისი ვალდებულებაც მას გააჩნია, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ყოველთვის ვიღებთ უარს, ახლა უკვე კანონით მაშინ როდესაც ის საერთოდ არ შეეხება სააგენტოს საქმიანობას, ისარგებლეთ მომენტით გომელაურს საერთოდ ჩამოაცილეთ ის ვალდებულება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც წარდგეს პარლამენტის წინაშე“,-აღნიშნა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)