|
2017-03-01 13:10:25, 2087 ნახვა
კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი: მარტის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას
„სულ მალე, მარტის თვის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ შეძლებენ მიმოსვლას“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტში საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელმოწერა, საქართველოსთვის და ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. „დღეს ევროპარლამენტში ხდება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენა და პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნითი ეტაპი უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. სულ მალე, მარტის თვის ბოლოს ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია. კიდევ ერთხელ გვინდა მივულოცოთ საქართველოს მოქალაქეებს ეს მნიშვნელოვანი თარიღი“,-განაცხადა ჩუგოშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)