|
2017-03-01 12:59:26, 2536 ნახვა
სამართალი კომენტარი
დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს
საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას დღეს არ აპირებს. ამის შესახებ დეკანოზმა ე.წ. მატროსოვის ციხეში, მამა გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ბრალდებული თავს უდანაშაულოდ თვლის. „პირველ რიგში ის ითხოვს წმინდა ზიარების მიღებას, რაც მას აკრძალული აქვს და იმედი მაქვს, რომ მოგვცემენ უფლებას, მამა გიორგის ზიარების. ის თავს თვლის უდანაშაულოდ და ითხოვს ჩვენგან თანადგომას. ჩვენების მიცემას ამ ეტაპზე არ აპირებს. ის ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას. მას უნდა ოჯახის უსაფრთხოებაში დარწმუნდეს და შემდგომში ალბათ მისცემს ჩვენებას“, - განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)