|
2017-02-28 16:12:32, 955 ნახვა
რეგიონი
მედეგობის მეორე ფორუმი საქართველოში
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ოქსფამისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და „შავი ზღვის ეკო აკადამია“ ორგანიზებით, ქ. ბათუმში მედეგობის მეორე ფორუმი გაიმართა. შეხვედრაზე, რომელსაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ, საქრთველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ განიხილეს. ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს კატასტროფის რისკის შემცირების სამოქმედო გეგმების რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე შემუშავების გზებზე და ამ პროცესში კერძო სექტორის, მედიის და აკადემიური წრეების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტების გათვალისწინებით (რისკის მენეჯმენტი ადგილობრივ დონეზე, გენდერი, ინკლუზიურობა და მრავლ-სექტორული ჩართულობა). როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფორუმის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქისა და სოფლის დონეზე მედეგობის გაძლიერებას აჭარაში. მედეგობის მეორე ფორუმი ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ დაფინანსებული პროგრამის „თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამის მიზანია, სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობისა და მათი საარსებო პირობების დაცვა ბუნებრივი კაგტასტროფებისა და კლიმატის ცვლილების გავლენისგან. „ოქსფამი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აღნიშნულ პროექტს საქართველოს მასშტაბით აჭარაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ახორციელებს.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)