|
2017-02-27 15:27:26, 2224 ნახვა
კომენტარი
გერმანიის ელჩი ვიზალიბერალიზაციაზე: გილოცავთ, გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას
საქართველოში გერმანიის ელჩის ჰაიკე რენატე პაიჩის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლა შენგენის წევრ ქვეყნებში მოგზაურობას გაამარტივებს და ეს არის ევროინტეგრაციის გზაზე წინგადადგმული ნაბიჯი. როგორც გერმანის ელჩმა პრესკომფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, უვიზო მიმოსვლა პირველ რიგში, რეფორმების წარმატებულ განვითარებას გულისხმობს. "ჩემთვის, როგორც გერმანიის ელჩისთვის ძალიან დიდი პატივია, მივულოცო საქართველოს მოქალაქეებს ეს შესანიშნავი წარმატება. უვიზო მიმოსვლა ნიშნავს რეფორმების წარმატებულად განვითარებას და საქართელოს ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებას. როგორც კი მიმოსვლა ძალაში შევა, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში 90 დღის ვადით შესვლა შეეძლებათ", - განაცხადა პაიჩიმ. მან ასევე დამატებითი განმარტებებები გააკეთა: "იმ მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ, რომ შენგენის წევრ ქვეყნებში იმუშაონ, სამუშაო ნებართვა დასჭირდებათ. საერთო ჯამში, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი. გილოცავთ დღევანდელ წარმატებას და გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას", - განაცხადა გერმანიის ელჩმა ევროკავშირში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)