|
2017-02-27 11:39:55, 2092 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: არ გვჭირდება სწავლება, როგორ დავიცვათ მამა გიორგი
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია პროკურატურის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც უფლებადამცველებმა საგამოძიებო პროცესში ბრალდებულის დაკითხვის სახით ჩართვას თავი აარიდეს, პასუხობს და აცხადებს, რომ ბრალდებულ მამა გიორგის 5-ჯერ დაკითხვა არავის უცდია. როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, შესაძლებელია მათ მართლაც აქვთ ბრალდებულის დაკითხვის ოქმი და შესაძლებელია, მართლაც გადასცენ პროკურატურას დათქმულ ვადებში, თუმცა, ადვოკატის თქმით, აქ მთავარი ისაა, რომ საგამოძიებო უწყებამ გამოძიება არ გააჭიანუროს. „ჩვენ არ გვჭირდება სწავლება, როგორ დავიცვათ მამა გიორგი“,- განაცხადა გიორგი ფანცულაიამ. ადვოკატი მოუწოდებს პროკურატურას საქმის ძიება დროულად დაასრულოს. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ბრალდებულ მამა გიორგის ადვოკატებს სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში ამ წუთებში კითხავენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)